ჩვენს შესახებ
კომპანია არიკის მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში
ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრების მკითხველთათვის
ვიზუალურად საინტერესო და ამავდროულად შემეცნებითი მხატვრული
ფორმით მიწოდება.
გვსურს, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვაობისადმი და ზოგადად
ქართული კულტურის, მეგრული სუბ-კულტურისადმი ინტერესის გაღვივება,
ამ კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის საინტერესოდ
გადმოცემა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ჩემი "მეგრული ჯადოსნური
ზღაპრების" წიგნის სერია.
"ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების" სერიის ზღაპრები ძირითადად
1876-1879 წლებში, სამეგრელოში, ძირითადად საჩიჩაოს და სალიპარტიოს
სოფლებში, მოგზაურობისას ჩაიწერა და შემდგომ 1880 წელს გამოსცა
ენათმეცნიერმა ალექსანდრე ცაგარელმა.